გასულ კვირას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტი სტარტაპების ვინაობა გახდა ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა სულ 173-მა აპლიკანტმა მიიღო, თუმცა ფინალურ ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 41 მათგანმა მოახერხა. ამ სეზონის კონკურსის ფინალისტების, კონკურსს მიღმა დარჩენილებისა და მოახლოებული ფინალის შესახებ GITA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს სალომე მაჭარაშვილს გავესაუბრეთ.

– როგორ შეაფასებდით ამ სეზონის კონკურსს, რამდენად ძლიერი გახლდათ კონკურენცია პირველ ეტაპზე?

ს.მ: დღეის მდგომარეობით წლევანდელ კონკურსზე (მეოთხე რაუნდი) დასრულებულია მხოლოდ ხარისხობრივი შეფასების პირველი ეტაპი. ამ მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაიზარდა ასევე აპლიკაციების ხარისხი. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ უკვე ჩატარებულ შეფასების რაუნდებზე ხარისხობრივი შეფასების პირველ ეტაპს ლახავდნენ აპლიკაციები, რომელთა საშუალო ქულა აღემატებოდა 59-ს. მეოთხე (მიმდინარე) რაუნდზე ხარისხობრივი შეფასების პირველი ეტაპი გადალახეს მხოლოდ 63,6 და მეტი ქულის მქონე განაცხადებმა.

– აღმოჩნდნენ თუ არა კონკურსს მიღმა ისეთი სტარტაპები, რომელსაც წარმატებას უწინასწარმეტყველედნენ? უშვებენ თუ არა კონკურსში მონაწილეები შეცდომებს…

ს.მ: კონკურსის ადმინისტრირება ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპლიკანტები, რომელთა წამრმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სახელმძღვანელოს მოთხოვნებს, ვერ გადადიან კონკურსის შემდგომ ეტაპზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხარისხი უმჯობესდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კონკურსის მე-3 რაუნდზე ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი დოკუმენტაციის გაუმართაობის მიზეზით ვერ გადალახა 45-მა განაცხადი, ხოლო მე-4 რაუნდზე მსგავსი განაცხადების რაოდენობა შემცირდა 15-მდე. GITA აქტიურად ახორციელებს საინფორმაცია კამპანიას აპლიკანტების რაოდენობის და ხარისხის გაზრდის მიზნით.

რა მოლოდინები გაქვთ ფინალთან დაკავშირებით…

ს.მ: ვფიქრობთ, რომ ფინალი იქნება საინტერესო. ფინალში გადასულ აპლიკანტებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან საინვესტიციო კომიტეტთან პრეზენტაციის მომზადებაში და ბიზნეს-გეგმის დახვეწაში. შემდგომ აპლიკანტები გააკეთებენ პრეზენტაციას მაღალი რანგის საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებიც არიან სილიკონ ველიდან და მიიღებენ მათ რეკომენდაციებს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით სპეციალურად 41 ფინალისტისთვის საერთაშორისო ტრენერები გადამზადების სესიას ჩაატარებენ, 25 თებერვალს კი ჟიური 100 000 ლარის მფლობელ 20 გამარჯვებულს გამოავლენს.

წინა სტატიაPOCO X2 – იმედგაცრუება
შემდეგი სტატია5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტის პრეზენტაციაზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი