სტარტაპერი და MY.GE ხვალ 20 საათზე საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტის პრეზენტაციაზე გვიმასპინძლებენ. გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას, რომელიც Rooms Hotel-ში გაიმართება.

1. პირველ ყოვლისა გეტყვით იმას, რომ ხვალ თქვენ საშუალება მოგეცემათ გაიცნოთ MY.GE-ს, საქართველოში პირველი E-commerce პლატფორმის, შემქმნელები და მოისმინოთ მათი წარმატების ისტორია.

2. სხვისი წარმატების ისტორიის მოსმენა ერთია, თუმცა როდესაც მას საჭირო რჩევები ახლავს თან ეს სიტუაციას რადიკალურად ცვლის, ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაცვლა უსასყიდლოდ, ყოველთვის დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება.

3. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტის, Mystartup-ის, პრეზენტაცია იგეგმება, რაც მოგეხსენებათ ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

4. შეგიძლიათ გაეცნოთ სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც თქვენი ტანამოაზრეები არიან.

5. და ბოლოს, შთაგონება ყოველ წარმატებულ ღონისძიებას ახლავს თან და ჩვენც დიდი დოზით ინსპირაციის მიღებსგან არასდროს ვამბობთ უარს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

წინა სტატია100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ფინალისტები და კონკურსს მიღმა დარჩენილები
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy S20-ის ფოტოები პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე დაილიკა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი