დეველოპერებისა და ბიზნესის დამაკავშირებელი პლატფორმაზე Businesstools.ge ცოდნის მართვის დინამიური სისტემა DKMS დაემატა.

DKMS 2017 წლიდან შემუშავებული სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან შეკრებილ ინფორმაციას გარდაქმნის ცოდნაში, ისე, რომ ინფორმაცია იქცეს სტრუქტურიზებულ მონაცემებად.
შედეგად კი უკვე შესაძლებელი ხდება მონაცემების მართვა, სხვადასხვა სახით: პრეზენტაცია, ვიზუალიზაცია და ანალიტიკა BI ხელსაწყოებით.

Businesstools.ge თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს.
დეველოპერები ვებ-გვერდზე ათავსებენ საკუთარ პროდუქტს, ტექნოლოგიური გამოსავლის მაძიებელი კომპანიები კი მათთვის საინტერესო ტიპის პროდუქტს არჩევენ. სისტემა მოსახერხებელი, მოქნილი და მარტივია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here