საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შვედურ ელექტრომობილ Uniti One-ს საქართველოში ააწყობენ.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, „საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა” – განაცხადა “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here