კანტის აკადემიის სტუდენტები სტუმრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში იმყოფებოდნენ. 

კანტის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე წარმატებული არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმაა. ის მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში გონებრივი პოტენციალის ზრდასა და მათში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

პრაქტიკული ვიზიტის ფარგლებში,  სტუდენტებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა, რომელმაც GITA-ს საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here