მაშინ როცა საოპერაციო სისტემა Android-ის შემქმნელმა ენდი რუბინმა საკუთარი სმარტფონი Essential PH-1 წარმოადგინა ის ბევრი მიმართულებით ინოვაციურად გამოიყურებოდა. იმ დროისთვის უცნაური წვეთის ფორმის ჩჭრა ეკრანში, მოდულური აქსესუარები და კარგი აპარატული მონაცემები, რომლებიც აპარატს ბაზარზე დამკვიდრების შანსს აძლევდა. პრობლემები რემონტთან, კამერის სისუსტესთან და კომპანიის ბედ-იღბალის გაურკვევლობასთან, წარუმატებლობის მიზეზი გახდა.

Essential PH-1-ის სასიცოცხლო ციკლი დასრულდა და აპარატი უკვე არ იყიდება Amazon-ისა და BestBuy-ს სავაჭრო პლატფორმებზე. ამერიკული მობილური ოპერატორის Sprint-ის შესაბამის ინტერნეტ-გვერდებზე წაიშალა ინფორმაცია სმარტფონის შესხებ, როგორიცაა ფასი, ფოტო და ღილაკი “ყიდვა”.

მწარმოებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ Essential PH-1-ის მარაგები სრულად ამოიწურა და ის გაყიდვაში აღარ დაბრუნდება.

“ახლა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მომდევნო მობილურ პროდუქტზე, ხოლო მომავალში გავაგრძელებთ აქსეუარებისა გამოშვებას და რეგულარულად განვაახლებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე იქნება ტექნიკური მხრდაჭერა ჩვენი პროდუქციის გუშემატკივრებისთვის” – განაცხდა კომპანიის პრეს-მდივანმა.

სმარტფონის ბოლო ეგზემპლარები სადღესასწაულო სეზონზე მთლიანად გაიყიდა, ხოლო PH-1-ის წარმოება შეწყდა. მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა, ქსელში უკვე საუბრობენ სავარაუდო გაკოტრების შესახებაც.

არსებული ინფორმაციით Essential ახლა დაუანონსებელ მოწყობილობაზე მუშაობს, რომელსაც არც ისე დიდი ეკრანი და ხმოვანი მართვა ექნება ხელოვნურ ინტელექტთან მჭიდრო კავშირში. გაჯეტი ელექტრონულ წერილებზე გასცემს პასუხს და ბევრ რამეს შეძლებს მფლობელის ჩარევის გარეშე. შესაძლოა სიახლე CES 2019-ზე ვიხილოთ. უფრო ადრე წელს გახდა ცნობილი, რომ Essential Phone PH-2-ის გამოშვებას საერთოდ არ გეგმავს და პროექტი გაიყინა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here