სიახლე გამოგადგებათ სუპერ-შენელებული 8K ვიდეოს გადასაღებად ან მთელი პერსონალური კომპიუტერის სარეზერვო ასლის შესანახად “ჯიბის” ფორმატში. ჩვეულებრივი 512 გიგაბაიტიანი SD ბარათები ასეთი ამოცანებისთვის არც ისე სახარბიელოა. Lexar-მა გამოუშვა სწრაფი 1 ტერაბაიტიანი ბარათი, რომელიც 500 $ ეღირებოდა.

ტერაბაიტიანი ბარათების გამოშვებას უკვე დიდი ხანია გვპირდებოდა SanDisk, თუმცა მათ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. Lexar-ის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მიწოდების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. მოცულობის გარდა სხვა მონაცემებით ბარათი არ განსხვავდება ნაკლები მოცულობის ანალოგებისაგან და წაკითხვის სიჩქარე 95 მბ/წმ – ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი SD-ბარათიდან.

რჩება ერთი გადაუწყვეტი საკითხი – ვის ჭირდება ამხელა მოცულობის ბარათები? ფოტოგრაფებს? ვიდეოოპერატორებს? 8K ვიდეოს გადაღება დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, თუმცა მხოლოდ პროფესიონალურ გარემოში. სხვა მხრივ ტექნოლოგიურ სფეროში ასეთი სიახლე თავიდან შესაძლოა სკეპტიკურად იყოს აღქმული და დროთა განმავლობაში ნორმად იქცევა ხოლმე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here