კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა რომ მობილურ ოპერატორ ბილაინს ბაზრის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. 

ბილაინში კი აცხადებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ბაზრიდან გასვლას არ გეგმავენ და  1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას ისევ აგრძელებენ. 

ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და,  როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა დამომხმარებლებისთვის,”-აცხადებენ ბილაინში. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here