როგორც რუსული ონლაინ სააგენტო RosBiznesKonsalting (RBK) იტყობინება, შესაძლოა, გარკვეული დროით რუსეთში ინტერნეტის გამოყენება შეიზღუდოს. 
ექსპერიმენტის მიზეზი არის 2018 წლის დეკემბერში შემოთავაზებული კანონის შესწავლა და მასში შენიშვნებისა და ცვლილებების შეტანა.საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, რუსულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ინტერნეტ სივრცის დამოუკიდებლობა და დაცულობა უცხოური აგრესიის შემთხვევაში.
ექსპერიმენტი ზუსტად როდის ჩატარდება, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, თარიღი შესაძლოა 1 აპრილი იყოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here