კონტენტზე გადასვლა
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

TMG 2019 – „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება. პაშა ბანკი კი სატელეკომუნიკაციო შეხვედრების სპონსორი იქნება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას. როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. 
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!