8-10 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართა. ფორუმზე საქართველოს, უკვე მეორედ გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე.ეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ წარსდგეს მსოფლიოში ყველაზე მაშტაბურ ღონისძიებაზე, სადაც თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. “ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის მეორე დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.” – წერს აწარმოე საქართველოში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here