თბილისში 14-დან 16 ივნისამდე 60  აქტიური სამოქალაქო აქტივისტი,  IT პროფესიონალი და ვებ-დიზაინერი ერთად შეიკრიბება, რათა ერთობლივი ძალებით ახალ software პროექტზე იმუშაონ, რომელიც  სამოქალაქო აქტივისტებს მეტ შესაძლებლობას მისცემს  წვლილი  შეიტანონ საკუთარ ქვეყნებში ახალი რეფორმების ინიცირებასა და დემოკრატიულ ცვლილებებში.  მონაწილეები ჰაკათონს სომხეთიდან,  აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან ეწვევიან.  მონაწილეები მხარდაჭერასა და რჩევებს  მულტიდისპციპლინარული გუნდისგან, მოწვეული მენტორებისა და სპიკერებისგან მიიღებენ, რომელთაც უკვე  მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ სოციალურ-ტექ ინიციატივებში,  IT სტარტაპებსა და საკონსულტაციო საკითხებში. ღონისძიებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უმასპინძლებს.

წინა სტატიაSamsung-მა აიძულა iFixit წაეშალა Galaxy Fold-ის დაშლის ვიდეო
შემდეგი სტატიაქართული პროდუქციას Amazon-ზე დიდი პოტენციალი აქვს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი