ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის უნივერსიტეტი ავრცელებს და ღონისძიებას 29 მაისს აანონსებს. ფონდის მიზანი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშწყობა იქნება. განსაკუთრებით ეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდების ისეთ მიმართულებებს ეხება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერ-უსაფრთხოება, ციფრული მედია და ელ-კომერცია, ფინტექი, ბლოქჩეინი, მობილური აპლიკაციები და სხვა.  ახალი გლობალური სტარტაპ ფონდის მთავარი მხარდამჭერი ისრაელის ტექ-ჰაბი იქნება, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს შემდგომი განვითარებისთვის დეველოპერებისა და სპეციალისტების კონსულტაციის 5 თვიანი სერვისებით უზრუნველყოფს. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ნავიგატორს განუცხადა, სახელმწიფო მიესალმება მსგავსი კერძო კაპიტალის ახალი წყაროების გაჩენას, რომელიც ამ ეკოსისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.  ტექნოლოგიებისა და ბიზნესის უნივერსიტეტის დეკანმა კი ნინო ენუქიძემ, რომელიც ფონდის აქტიური მხარდამჭერი ქართული მხარეა განმარტა, რომ ფონდის მენეჯმენტს მთლიანად ისრაელის მხარე უზრუნველყოფს და მას ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი პირი არ ეყოლება. მისი თქმით,  ეს ადამიანები საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტები არიან, რომლებიც თავად ისაერლის ტექ-ჰაბის დამფუძნებლებს წარმოადგენენ. წინასწარ არ არის განსაზღვრული ფონდის ოდენობა თანხობრივად და არც ის თანხა, რომელიც თითოეულ სტარტაპს საკუთარი წამოწყების განსავითარებლად გამოეყოფა. ეს ყველაფერი ენჯელ ინვესტორებთან მოლაპარაკების საფუძველზე ინდივიდუალურად გადაწყდება. ფონდს ასევე არ აქვს წინასწარ დადგენილი თუ რამდენმა სტარტაპმა უნდა მიიღოს მხარდაჭერა. მისი მიღების შანსი კი თანაბრად აქვთ როგორც იდეის ეტაპზე მყოფ, ასევე პროტოტიპირების მქონე ან უკვე ბაზარზე შესულ სტარტაპ წამოწყებებს. ფონდს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი არ აქვს და უცნობია სტარტაპებისთვის გასნაზღვრული დაფინანსების ოდენობაც. სავარაუდოთ დამატებითი ინფორმაცია, 29 მაისს გახდება ცნობილი.

წინა სტატიაქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
შემდეგი სტატიაბიზნეს-კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი