ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა.  ბიზნეს კლინიკა ბრიტანეთის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი მსხვილი პროექტის  “ Creative Sparkle” ფარგლებში გაიხსნა, სადაც შესაძლებელია მრავალი სახის კონსულტაციის მიღება საწყის სტადიაზე არსებული თუ ჩამოყალიბებული სტარტაპებისთვის. კონსულტაციები გულისხმობს არა მხოლოდ კრეატიულ სტარტაპებთან დაკავშირებულ და სამეწარმეო  საკითხებს, არამედ ინგლისური ენის კომპეტენციის გაღრმავებასაც. როგორც უნივერისტეტის დეკანმა კლინიკის პრეზენტაციაზე განმარტა, სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გატანა ენის სრულფასოვანი  კომპეტენციის გარეშე სირთულეს წარმოადგენს.  გამომდინარე იქიდან, რომ ენის შესაბამისი კომპეტენცია საქართველოში მრავალ მეწარმეს არ აქვს,  განსაკუთრებით კი კრეატიულ ინდუსტრიებში, დადგა ამ კუთხით მათი მხარდაჭერის საჭიროება, რასაც ბიზნეს კლინიკა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით საკუთარ თავზე იღებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here