Apple 2020 წელს  საკუთარი  პირველი 5G შესაძლებლობების მქონე სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. გამომდიდანრე იქიდან, რომ 5G ტექნოლოგია ძალიან ძვირადღირებულია, იქონიებს თუ არა ეს  გავლენას ტექ-პროდუქციის ფასებზე და გააძვირებს თუ არა მნიშვნელოვნად მათ, ეს კითხვა უკვე ბევრს აწუხებს. განსაკუთრებით კი iphone-ის  უამრავ მომხმარებელს. თავად კომპანიის ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გავრცელებულა. ექსპერტები და ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას განზრახული აქვს 5G სმარტფონის 2020 წლის მეორე ნახევარში გამოშვება, ანუ მას შემდეგ რაც ბაზარი  წლის პირველ ნახევარში დაანონსებულ  5G ტექნოლოგიებს კარგად გაიცნობს,  Apple მაინც მაღალ  საფასო პოლიტიკას აირჩევს, რადგან კონკურენტული  უპირტესობის ზრდისთვის ახალ ტექნლოგიებში კომპანია უზარმაზარი რესურსის ინვესტირებას ახდენს,  თანაც პირველ ეტაპზე ის საკმაოდ ლიმიტირებული რაოდენობის გამოშვებას გეგმავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here