ქართველი ანტრეპრენერების მიერ შექმნილი პროდუქციას ერთი დღით ახალგახსნილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US  7 მაისს უმაპინძლებს . გამოფენა-გაყიდვა E2E ფორმატით გაიმართება, რაც ანტრეპრენერების ერთმანეთის გაცნობას და საკუთარი ნამუშევრების, ხედვების ერთმანეთისთვის გაზიარებას გულისხმობს. მისი მიზანი კი ახალი კოლაბორაციისა და პარტნიორული ურთიერთობების წამოწყების ხელშეწყობაა.  გამოფენაზე სექციების მიხედვით კატეგორიზებულად იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის პროდუქცია როგორც დეკორის, კვებისა და ღვინის, ასევე ტექნოლოგიური, ეკო-ბიზნესისა და საწარმო ინდუსტრიებიდან. გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება და სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქციითა დაინტერესებული

წინა სტატიაAPPLE 2020 წლისთვის ემზადება
შემდეგი სტატიათიბისი უზბეკურ პლატფორმასთან ერთად ახალ ციფრულ სერვისებზე იმუშავებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი