თიბისიმ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმა Payme შეიძინა, კერძოდ მისი 51%-იანი წილი,  რის შემდეგაც საკუთარი მომხმარებლების რაოდენობას 50%-ით ზრდის.  კომპანიის დამფუძნებელმა სარვარ რუზმატოვმა გადაცემა “Forbes-ის კვირაში“ თიბისისთან პარტნიორობის დიდ გეგმებსა და უპირატესობებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა payme ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა სტარტაპის სახით და მალევე მიხვდენ, რომ  ჯობდა სამომხმარელო სერვისისკენ აეღოთ გეზი. ბაზარზე კი 2016 წელს b2b გადარიცხვების სერვისი გაუშვეს, რომელიც უპრეცენდენტო იყო უზბეკეთის ბაზრისთვის. თიბისის მიერ საკონტროლო პაკეტის ყიდვაზე ფიქრობს, რომ ძალიან დადებითად აისახება არა მხოლოდ ორივე კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე,  არამედ ზოგადად ციფრული  საგადასახადო სერვისების და ინდუსტრიის განვითარებაზე, რადგან მათი ხედვები ციფრული ეკოსისტემების განვითარებასთან დაკავშირებით  თანხვედრაშია. ამიტომ  სწორედ ამ  მიმართულებით აპირებენ თანამშრომლობის სტრატეგიულად ფოკუსირებას.  რაზმატოვი თიბისისთან პარტნიორობის გადაწყვეტილების მიღების მთავარ ფაქტორად ამ გუნდის დიდ ინტერესს და გეგმებს ასახელებს თანამედროვე ტექნოლოგიების და მართვის სისტემების მიმართ, რაც აძლევს საშუალებას იფიქროს რომ ორივე კომპანია განვითარებას ერთნაირი რაკურსით უყურებს. Payme სტრატეგიული გეგმის შედგენას თიბისი ბანკთან უკვე შეუდგა, რაც მოიაზრებს ახალი პროდუქტების შექმნას და ციფრული მომსახურების ასორტიმენტის გაფართოება-გაუმჯობესებას როგორც რაოდენორივი, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here