8 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის 116-ე აუდიტორიაში გაიმართება Startup Factory-ს შეხვედრა გიორგი კენჭუაშვილთან. “გიორგი კენჭუაშვილი არის სოციალური მედიის ექსპერტი და ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი . ამ მიმართულებით ის კითხულობს ლექციებს საქართველოში არსებულ წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში. 2012 წელს დააფუძნა მარკეტინგული კომპანია 4Media და ამავდროულად არის ამ კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერიც. 4Media წარმატებულად ასპარეზობს საქართველოს ბაზარზე და აქვს მყარი კავშირები სხვადასხვა სფეროს წამყვან კომპანიებთან.” – წერს Startup Factory. 
კენჭუაშვილი სოციალური მედიის მართვასა და დღევანდელობაში მის როლზე ისაუბრებს.დასწრება თავისუფალია. 

წინა სტატიარას გულისხმობს Secret Crush?
შემდეგი სტატიაNasa-ს ფოტოები მარსიდან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი