Nasa-ს ინფორმაციით, InSight-ის კამერამ მარსზე მზის ამოსვლა და ჩასვლა გადაიღო. ფოტოები 24-25 აპრილსაა გადაღებული (დედამიწის დროით დილის 5:30-სა და საღამოს 6:30-ზე.)მარსი, დედამიწასთან შედარებით, უფრო დაშორებულია მზისგან, ამიტომ ფოტოებშიც მზე უფრო პატარა ზომისაა. Insight ნასას ზონდია, რომელიც მარსზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა და მისი მთავარი მოვალეობა პლანეტის სტრუქტურისა და კლიმატის გამოკვლევა იყო.