ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო. “რაც დავაანონსეთ მომავალში, ქუთაისში გაიხსნება ტექნოლოგიური პარკი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და როდესაც პირველივე შენობები აშენდება, იქვე განთავსებული იქნება ტექნოლოგიური პარკი. ეს რა თქმა უნდა დამატებითი შესაძლებლობაა ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპირებისთვის, რომ იმუშავომ ერთის მხრივ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში და ასევე მთელი სერვისები ქონდეთ, რაც სტარტაპების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here