4 ივნისს, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi-ში ტრეინინგი “მარკეტინგი 360 გრადუსით“ გაიმართება. თემაა „სტრატეგიული მარკეტინგი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, როგორც ბიზნესის მთავარი სტრატეგიული უპირატესობა“.„მასტერკლასი განკუთვნილია: მეწარმეთათვის, ბიზნესის მფლობელთათვის, მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მათთვის ვინც კომპანიის მოგებაზეა პასუხისმგებელი, ვინც განსაზღვრავს განვითარებისა და მარკეტინგულ სტრატეგიას. გარეტ ჯონსტონი მუშაობდა სტრატეგიული მარკეტინგის, როგორც On-line, ასევე Off-line სფეროში და აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება შემდეგ დარგებში: Telecom, Digital Media, Technology (TMT), Pharmaceutical/Life Sciences და Retail. გარეტ ჯონსტონი იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობებს საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში: Cap Gemini, Ernst & Young, Cable & Wireless, PricewaterhouseCoopers, Avaya, Alcatel, MCI WorldCom, Digicel, Х5 Retail Group და სხვა“.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here