თბილისში 5 ივნისს გაიმართება ფორუმი ესტონური და ლატვიური კომპანიებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით. ღონისძიება ორგანიზებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში, GIZ-ისა და საქართველოს ICT კლასტერის მიერ. “ფორუმის პირველ ნაწილში საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის საქართველოში წარმოებულ პოლიტიკას, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობებს და ინოვაციების ხელშემწყობ ეკოსისტემას.ვიზიტის მიზანია ესტონურ, ლატვიურ და ქართულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პოტენციალის გამოვლენა.” – წერია ღონისძიების აღწერაში.
მთავარი ბიზნესი