2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში, რომელიც  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინიციატივით შეიქმნა და USAID-ის “ზრდა” პროექტი აფინანსებს, სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა.  ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და  ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.

სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

ინგლისური ენა (6 თვე)
კომპიუტერული პროგრამები (5 თვე)
სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი (მიმტანი) (4 თვე)
სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი (დამლაგებელი) (3 თვე)
სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალისტი სასტუმროში (5 თვე)
 მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე)

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here