ჩინური კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ, რაც Google-მა ჰუავეის ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა. საქართველოში ჰუავეის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ “განგაშის საფუძველი არ არსებობს”.განცხადებაში წერია, რომ ჰუავეი გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს და გაყიდვების შემდგომ სერვისებს ჰუავეის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც უკვე გაიყიდა ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს.ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

წინა სტატიაGNCC ახალ მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიარიგით მე-13 Fuckup Nights Tbilisi 24 მაისს გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი