კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარენ, 7%-ით გაიზარდა და 74% შეადგინა.
“ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.
იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ,  2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარი შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით გაიზარდა და 709 ათასი გახდა,”-წერია GNCC-ის განცხადებაში.

წინა სტატიაგაჟონა ინსტაგრამის 50 მილიონი მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციამ
შემდეგი სტატიაჩინური კომპანია Huawei-ს ქართული წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი