LEADx Change ახალგაზრდა ლიდერებისთვის შექმნილი გლობალური სასწავლო პროგრამაა, რომელში მონაწილეობა 25-დან 35 წლამდე შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან ადამიანებს შეუძლიათ. მათ, ვინც საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში საქმიანობს.

„ მასტერკლასებს გაუძღვებიან ტაფტის ფლეტჩერის სკოლის, ჰარვარდის კენედის სკოლის, NATO-ს, ატლანტიკური საბჭოს, NewsGuard-ის, Facebook-ის, Microsoft-ის და სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და პროფესორები. LEADx-ში მონაწილეობას მიიღებს 40 მონაწილე საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან“.

LEADx Change-ს ორგანიზატორები არიან ტაფტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here