ახალი ქართული აპლიკაცია Artistik ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ კონკრეტული მხატვრის სტილი, ფილტრის სახით, თქვენს ფოტოზე გადმოიტანოს.აპლიკაციის გამოყენებისას, მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელი მხატვრის სტილის გადატანა სურს საკუთარ ფოტოზე.

ქართული IT კომპანია Lemondo-ში შეიქმნა და ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს 15 სხვადასხვა ფილტრი გამოიყენოს, მათ შორის ქართველი ხელოვანი რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების ინსპირაციით შექმნილი ფილტრიც. 

აპლიკაცია უკვე App Store-ზეა ხელმისაწვდომი და iOS-ის მომხმარებლების გარდა, მის გადმოწერას მალე Android-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here