კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ), სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვისაა.
„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის მიზნებია: საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება; სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება“.