Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 18 ივნისს წარადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Information, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 
როგორც გამოცემა BBC წერს, Facebook-ის კრიპტოვალუტა – GlobalCoin-ის გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი და მისი სამიზნე აუდიტორია ისეთი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაა, სადაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი ვალუტა მყარი არ არის. 

როგორც სამომავლოდ იგეგმება, GlobalCoin-ის ტრადიციულ გადახდის საშუალებად – ქეშად ქცევა იქნება შესაძლებელი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here