„ჭკვიანი ტერმინალი” – საქართველოს ბანკისგან

„ჭკვიანი ტერმინალი” – საქართველოს ბანკისგან

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი პროდუქტით- „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესი დაწყება ძალიან მარტივია. ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სერვისცენტრებში, ერთ სივრცეში უწევს მრავალფუნქციურ მომსახურებას ბიზნესის წარმომადგენლებს – მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ან განავითაროს ის. „ჭკვიანი ტერმინალი“ როგორც ინოვაციური პროდუქტი ვფიქრობ, კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების სქემას. „ჭკვიანი ტერმინალი“ რომელსაც სალარო აპარატის ფუნქციაც აქვს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს თანხა, რადგან მას აღარ მოუწევს ცალკე სალარო აპარატის შეძენა. ჩვენი მიზანია, არსებითად გავამარტივოთ ბიზნესის მხარეს არსებული საჭიროებების მოგვარება. ვფიქრობ, მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია. ამასთან, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა