EU4 Business – ის ფარგლებში ბრიუსელში გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა

eვროკავშირის პროექტის EU4 Business – ის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციათა მონაწილეობით გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) კონტექსტში და DCFTA-ს ფარგლებში მონიჭებული უპირატესობების სრული გამოყენების თვალსაზრისით,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Apple Watch-ის განახლებული ხაზი: ძილის გაუმჯობესებული ტრეკინგი, არტერიული წნევის სენსორი და სწრაფი დატენვა

AirPods Pro 3

iPhone 17

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *