გერმანული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Smava-ს სტრატეგიული და კორპორაციული განვითარების სინიორ მენეჯერად მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალისტი დიმიტრი დეკანოზიშვილი დაინიშნა. 

“ახალი პოზიცია საშუალებას მაძლევს, აქტიურად და დამოუკიდებლად ვიმუშავო კომპანიის ახალი ბიზნეს მიმართულებების შექმნაზე, სხვადასხვა მოთამაშეებთან აქტიურ კოოპერაციასა და არსებული სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. ყოველდღიური მუშაობისას, განსაკუთრებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შეძენილი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი მეხმარება,” – ამბობს დიმიტრი დეკანოზიშვილი.

წყარო: marketer.ge

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here