5 ივლისს მოქსი თბილისში, 19:00 საათზე გაიმართება PechaKucha Night-ის რიგით მერვე შეხვედრა. PechaKucha Night Tbilisi vol. 8-ს თემაა ”ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა”.

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას. 
“ღონისძიებას დაესწრებიან სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერები, ტურ ოპერატორები, სამოგზაურო ბლოგერები, მთავრობის წარმომადგენლები, მეწარმეები და ინოვატორები – ყველა, ვისაც ტურიზმი აინტერესებს” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here