პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით ICT – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება. 
„მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული 3000 მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრი. დღეს დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 კადრის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და რესურსებით უზრუნველყოფა სწორედ მათი მხრიდან მოხდება. 3000 ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – მონაცემთა ბაზების დამუშავების, პროგრამირების, ბლოკჩეინისა და სხვა მიმართულებებით გაიარონ გადამზადების კურსები. შემოდგომიდან დაიწყება გადამზადების საერთაშორისო პროგრამები, რომლის გავლის შემდეგ, კურსადმთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here