Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა – ეს განცხადება კუკმა 2019 წლის იანვარში გააკეთა, მას შემდეგ კი ივლისში უკვე კომპანია Apple-მა განაცხადა, რომ Health-ის განახლებული ვერსია შეიქმნა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.
განახლებულ ვერსიაში უფრო მეტ ინფორმაციას ნახავთ საკუთარი ჯანმრთელობის, ყოველდღიური რეჟიმისა და სხვა აქტივობების შესახებ.