როგორც Engadget გვატყობინებს YouTube-მა შეცვალა საავტორო უფლებების დაცვის სისტემა – ახლა უკვე უფლების დარღვევის შემთხვევაში ვიდეოს ავტორ ს არ მოუწევს რგოლის სრულად წაშლა.

სისტემა ატვირთულ ვიდეოს ადარებს ფაილების ბაზას სერვისში და ავტომატურად პოულობს ვიდეოს ან აუდიოს თანხვედრას. საჩივარი შესაძლოა თვითონ მომხმარებელმაც შეიტანოს.

ახლა უკვე საჩივრის შემთხვევაში უფლების მფლობელმა უნდა მიუთითოს ზუსტი დროის მონაკვეთები ვრდეო რგოლში, როცა მისი აზრით არაკანონიერად იქნა გამოყენებული ესა თუ ის ნაწარმოები. ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს ბმულს შესაბამის მონაკვეთზე.

თუ მომხმარებელი ეთანხმება საჩივარს და არ ეწინააღმდეგება მას, მას შეუძლია დაარედაქტიროს თავისი ვიდეო YouTube-ის განახლებული ინსტრუნმენტებით. შესაძლებელია სადაო მონაკვეთზე ხმის სრულად გათიშვა ან ჩანაცვლება მუსიკით სერვისის ფონთეკიდან.

YouTube-ის განცხადებით ისინი მომავალში უფრო დახვეწილ ინსტრუმენტებს შესთავაზებენ მომხმარებლებს ვიდეოს ონლაინში უფრო სწრაფი და მოხერხებული რედაქტირებისთვის. აღნიშნული ცვლილებები საგრაძნობლად გაამარტივებს საავტორო უფლებების დაცვის პროცესს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here