BBC ამერიკულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის მარეგულირებელი უწყება სოციალურ ქსელ “ფეისბუქს” 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს.

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომიტეტი სწავლობდა, მიიღო თუ არა უკანონოდ ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკამ” “ფეისბუქისგან” 87 მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია – სწორედ ამ საქმის გამოძიებას ეხება BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია Facebook-ის ჯარიმის შესახებ.

ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არც ფედერალური უწყება და არც “ფეისბუქის” ადმინისტრაცია აკეთებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here