ინსტაგრამი Like-ების დამალვის ფუნქციას ცდის

ინსტაგრამის თანახმად, მოწონებების რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის თვითშეფასებაზე და მენტალურ ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე, სწორედ ამიტომ, ინსტაგრამის გუნდი ახლა მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქციას ცდის. სოციალურმა ქსელმა ფუნქციის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიაში დაიწყო. ინსტაგრამის გუნდი აცხადებს, რომ ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი უნდა ახერხებდეს იმ შემთხვევაში, თუ თავად […]

დაიწყო CSR კონკურსი Meliora

CSR კონკურსი Meliora დაიწყო, მასში მონაწილეობა კი, შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. კომპანიები პროექტებს შემდეგ კატოგორიებში წარადგენენ: 1.მწვანე ინიციატივა; 2.პასუხისმგებელი დამსაქმებელი; 3.კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე; 4.საზოგადოების მხარდაჭერა; 5.სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა; 6.CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

რა არის ინოვაციების გლობალური ინდექსი ?

რა არის ინოვაციების გლობალური ინდექსი და კრიტერიუმის მიხედვით ფასდება თითოეული ქვეყანა? ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება, რომ ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციები ვნახოთ, თუ როგორია. თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება: 1.ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა; 2.ადამიანური კაპიტალი და კვლევა; 3.ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა); 4.ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა); 5.ბიზნესის […]

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

2019 წლის მონაცემებით პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. ჩვენი ქვეყანა რეიტინგში 48-ე ადგილზეა. “ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი […]

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება – ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრეს. „საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე […]

ივლისის ProductTank-ზე მომხსენებლების სია ცნობილია

ივლისის ProductTank-ზე მომხსენებლების სია ცნობილია:– ნიკა აბაშიძე, CARU-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი– ნოდო ივანიძე, WiFisher.com-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელის მოადგილე– ლაშა შონია, WiFisher.com-ის CTO ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა 25 ივლისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე GAU-ში გაიმართება (მერაბ ალექსიძის 10).ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/263362979/

Reuters-ის ინფორმაციით Facebook $5 მილიარდამდე ჯარიმას გადაიხდის

Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ Facebook $5 მილიარდამდე ჯარიმას გადაიხდის.გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება, სოციალურ ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან, პირადი მონაცემებით შესაძლო მანიპულაციის გამო დაიწყო. Reuters წერს, რომ აღმოჩენილი კანონდარღვევების გამო ისტორიაში ყველაზე დიდ საურავს გადაიხდის Facebook-ი.  აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია უახლოეს მომავალში ცხადყოფს, თუ როგორ დაფარავს, კომპანია, დაკისრებულ საურავს.

iOS-სა და Android-ს მალე ახალი ემოჯიები დაემატება

Apple-მა და Google-მა ახალი ემოჯიების ილუსტრაციები გაავრცელა, როგორც ირკვევა, iOS-სა და Android-ს სულ მალე ახალი ემოჯიები დაემატება. ეს ყველაფრი კი, ემოჯის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ხდება.  დაემატება დამხმარე ძაღლის,ხელის და ფეხის პროთეზის, უსინათლო ადამიანისა და  ეტლის ახალი ემოჯიები. სიახლეა, ასევე, წყვილების ემოჯიებშიც. კომპანია უფრო მეტი მრავალფეროვნებისათვის ხელჩაკიდებული წყვილების ემოჯიების ანახლებს.