რა არის ინოვაციების გლობალური ინდექსი და კრიტერიუმის მიხედვით ფასდება თითოეული ქვეყანა? ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება, რომ ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციები ვნახოთ, თუ როგორია.

თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:

1.ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
2.ადამიანური კაპიტალი და კვლევა;
3.ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);
4.ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);
5.ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);
6.ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);
7.შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).

2019 წლის მონაცემებით პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. ჩვენი ქვეყანა რეიტინგში 48-ე ადგილზეა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here