შეკვეთების დიდი რაოდენობის გამო საკვების მიტანის სერვისის მომსახურე კურიერები ხშირად ვერ ასწრებენ შეკვეთის დროულად ჩაბარებას. კომპანია Uber Eats-მა გადაწყვიტა ეს პრობლემა დრონის სერვისის გამოყენებით გადაეჭრა. მარშუტზე უკვე გაუშვა პირველი რობოტიზირებული “თანამშრომელი”.
მფრინავმა უპილოტო დრონმა VOXL-მა რომელსაც ბორტზე საკვები ჰქონდა, წარმატებით მიიტანა შეკვეთა დანიშნულების ადგილზე. მოდელის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია ModelAl-მა. შეიმუშავეს მობილური პლატფორმა 4G მხარდაჭერით, რაც საშუალებას იძლება შეკვეთა ადგილზე მიიტანოს დრონმა მაშინაც კი როდესაც ოპერატორს არ აქვს გამოსახულება დრონის კამერიდან.
Uber-ის წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო გზებში უპილოტო მფრინავების ინეგრაცია კომპანიისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. რადგანაც მაღალი შენობები და გრძელი დისტანცია დრონებს დისტანციური მართვის გარეშე ტოვებს.