თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“4 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს.

ამჟამად კომპლექსში შემავალი ყველა კორპუსი უკვე აშენებულია და მიმდინარეობს საინჟინრო შიდა და გარე ქსელების მოწყობის და შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

მშენებლობა, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალის გამოყენებით მიმდინარეობს სექტემბრის ბოლოს დასრულდება.”

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here