განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროში წაყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. “

წინა სტატიადავით მიზანდარი Future Agro Challenge-ის ფინალშია
შემდეგი სტატია„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი