EYE ქალაქის ქუჩებში გატანილი ინტერაქტიული მუზეუმია. მისი ავტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვატო ღუდუშაურია. მოძრავი 3D-მოდელის ნახვის შემდეგ, მომხმარებელი ასევე შეძლებს წაიკითხოს ან ხმოვან რეჟიმში მოისმინოს ტექსტი, რომელიც ამ არამატერიალური კულტურის კონკრეტული ნაწილის შესახებ მოუყვება.

„EYE-ს შექმნის ისტორია ოთხი თვის წინ დაიწყო, როდესაც მუზეუმთან ვმუშაობდი პროექტებზე ვირტუალური რეალობის მიმართულებით. გამიჩნდა იდეა, რომ არამატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები შემექმნა და მათი ერთ სივრცეში თავმოყრის მაგივრად, ისინი ქალაქის ქუჩებში გამეტანა“ – ამბობს ვატო ღუდუშაური.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here