25 სექტემბერს, Amazon-მა ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარადგინა. განსხვავებით სხვა ღონისძიებებისგან, „ამაზონის“ პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში არ გადმოიცემოდა.
პრეზენტაციაზე სხვა მოწყობილობებსა და ნივთებთან ერთად მოხდა უსადენო ყურსასმენი Echo Buds-ის წარდგენა. Echo Buds კომპანიის პირველი უსადენო ყურსასმენია, რომლის დახმარებითაც Alexa-სთან დაკავშირებას შეძლებთ, თუმცა კი, მისი გამოყენება სხვა ხმოვანი ასისტენტების (Google Assistant, Siri) შემთხვევაშიც შესაძლებელია. მოწყობილობის ფასი, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, 129 დოლარია.