ჰაკათონი ჩეტბოტის შესაქმნელად

11-12-13 ოქტომბერს რადიო თავისუფლება აწყობს ჰაკათონს, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით, შექმნას ჩეთბოტი. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს და დაასახელებს საუკეთესო ნარატივდიზაინერებს. გამარჯვებულ გუნდს, რომელიც, ჟიურის შეფასებით, ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ჩეთბოტს წარადგენს, შესაძლებლობა რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიაროს და რადიო თავისუფლებაში იმუშავოს ჩეთბოტზე. მეტი წაიკითხე აქ: bit.ly/Chatbot-Hackathon
650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართება

3 ოქტომბერს – 19:00 საათზე, ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. “დაესწარი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო დღეს ყოველ მეორე ხუთშაბათს ტექნოპარკში და მოისმინე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე პროგრამის კოორდინატორებისგან” პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური […]
Google ახალ აპლიკაციაზე მუშაობს

Google მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც ავტოავარიის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეკავს. ავტოავარიის შემთხვევაში, აპლიკაცია რთავს ხმამაღალ განგაშის სიგნალს. თუ სიგნალს არ გამორთავთ, რამდენიმე წამში, Personal Safety ავტომატურად დარეკავს 911-ში და გადასცემს ინფორმაციას და ლოკაციას 911-ს. XDA Developers-ის ცნობით, Google-ის ეს ახალი აპლიკაცია ჯერ სატესტო რეჟიმშია. უფრო დეტალური ინფორმაცია ახალი აპლიკაციის შესახებ Google’s Pixel 4-ის პრეზენტაციაზე, 15 […]
Pre Check – აპლიაცია, რომელიც მკერდის კიბოს სიმპტომებს ამოიცნობს

აპლიკაცია Pre check ეხმარება ქალებს გაიგონ და ამოიცნონ მკერდის კიბოს ცხრა სიმპტომი, ადრეულ სტადიებშივე. აპლიკაცია ტექნოლოგიასა და ინტერფეისს იყენებს, რის შედეგადაც აღიქვამს როგორც შეხებას, ასევე ხმას, 3D მოძრაობასა და მზერას. Pre Check-ში ჩაშენებულია თვითშემოწმების გიდი და ყოველთვიური შეხსენება, იმ შემთხვევაში, თუ მას დააყენებთ. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
Apple-ის ტექნიკაზე არასანქცირებული წვდომისთვის ჰაკერული Lightning კაბეელბი გამოვა გაყიდვაში

აგვისტოში ჰაკერული Lightning კაბელების შემქმნელი დაგვპირდა, რომ სერიულ წარმოებაში ჩაუშვებდა აქსესუარს, რომელიც iPhone და Mac კომპიუტერებს შორი მანძილიდან გატეხავდა. ძალიან მალე კაბელი, რომლის ნამდვილისგან განსხვავება ძალიან გაგიჭირდებათ გაყიდვაში გამოვა. ჰაკერული ინსტრუმენტი, რომელსაც O.MG Cable ქვია შექმნილია ორიგინალური Lightning კაბელისგან და ამიტომაც ძალიან რეალისტურად გამოიყურება. განსხვავება სპეციალურ ჩიპშია, რომელიც უკაბელო წვდომას იძლევა Apple-ის მოწყობილობებზე. კონფერენციაზე DefCon […]
WhatsApp-ში თვითგანადგურებად მესიჯებს გავგზავნით

პოპულარული მესენჯერი WhatsApp ახალი ფუნქციის რელიზისთვის ემზადება. ინტერნეტში მობილური აპლიკაციის პირველი სკრინშოტები გავრცელდა, რომელიც წარმოაჩენს ავტომატურად განადგურებად მესიჯებს. მანუალ რეჟიმისაგან განსხვავებით, მიმოწერა ავტომატურად წაიშლება თაიმერზე მითითებული დროის მიხედვით. მითითებული დროის მიხედვით მესიჯის წაშლის შესაძლებლობა, აპლიკაციის ბეტა ვერსიაში გახდება შესაძლებელი. მესიჯის წაშლის შესაძლებელობა 5 დან 60 წამამდე მონაკვეთშია შესაძლბელი. საჭიროების შემთხვავეაში მომხმარებელს შეუძლია ფუნქცია გამორთოს და […]
GoPro Hero 8 Black და GoPro Max

კომპანია GoPro-მ წარმოადგინა ახალი ექშენ-კამერა Hero 8 Black, რომელსაც უფრო მყარი და დაცული კორპუსი აქვს, ასევე წარმოადგინეს 360 გრადუსიანი კამერა GoPro Max. ორივე სიახლე გაყიდვაში 2019 წლის ბოლომდე გამოვა. დიზაინით ახალი გოუპრო დიდად არ განსხვავდება, თუმცა კონსტრუქციულად მასში ინტეგრეირებულია სამაგრი შტატივისთვის, რომელიც წინა თაობებში სპეციალურ ქეისს მოითხოვდა. კამერას დაემატა გარეშე მოდულების მხარდაჭერა, როგორიცაა მაშუქი, გარე […]