18-24 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეული წელს მერვედ ტარდება საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება,10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.
გლობალური მეწარმეობის კვირეულის მასპინძელი და ორგანიზატორია გლობალური სამეწარმეო ქსელი.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook-ს