29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) იმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის.

ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის,  ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს.  ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო,  რომელიც მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის’’ ფარგლებში ხორციელდება. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here