სილქნეტი არალეგალური ფილმების გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს.
“გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას”, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბაზარზე ვებგვერდები ფილმებს არალეგალურად ავრცელებენ, ამ დროს კი, სილქნეტისნაირი კომპანიები ექსკლუზიური კონტენტის შესაძენად მილიონობით ლარს ხარჯავენ. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here