22, 23 და 24 ნოემბერს, ჩაქვში ბიზნეს ბანაკი ჩატარდება. მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ აჭარის მცხოვრებლებისთვის. ბანაკი ორგანიზებულია EU ENPARD-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.

“გსურს, დაიწყო ბიზნესი, მაგრამ არ იცი როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა?მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 3 დღის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, რომ განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი, ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან. გამარჯვებულები მიიღებენ ფინანსურ ხელშეწყობას თავიანთი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. ” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here