ღრუბლოვანი თამაშების სერვისები წლებია ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კონსოლებსა და სამაგიდო კომპიუტერებს ჩაანაცვლებენ თუმცა ამაოდ. გეიმერებს ქონდათ იმედი, რომ Google-ის Stadia ამ სურათს შეცვლიდა, თუმცა სასწაული ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.

რა არის Google Stadia

Stadia – არის რღუბლოვნი გეიმინგის სერვისი, რომელიც თამაშებს გაუშვებს სუსტ კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, Android TV-ზე და მომავალში ჭკვიან ტელევიზორებზეეც. სისტემა სერვერზე უშვებს თამაშს ხოლო გამოსახულებას სტრიმავს მომხმარებლის ეკრანზე.

ყველაფერი ინტერნეტის გავლით ხორციელდება, რის გამოც მსგავსი სერვისების მთავარი ნაკლი ღილაკის დაჭერაზე რეაქციის დროა. სიგნალი მომხმარებლის კონტროლერიდან სერვერამდე მიდის, ხოლო შემდეგ სერვერი ამუშავებს შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას და მოთამაშისთვის შესაძლოა ეს ინფორმაცია დაგვიანებული აღმოჩნდეს. Stadia Controller-ის საშუალებით Google შეეცადა ეს ნაკლი შეემსუბუქნებინა თეორიულად.

რა გამოვიდა

Wired-ის ჟურნალისტმა 10-დან მხოლოდ 6 ბალით შეაფასა პროდუქცი. პლიუსებიდან ავტორმა აღნიშნა, რომ სერვისი ამცირებს ფინანსურ ბარიერს მოთამაშეებისთვის. Stadia Controller ძალიან კარგია და მოხერხებული, ხოლო მინუსები იგივე დარჩა რაც სხვა სისტემების შემთხვევაში, ლაგები, შეყოვნება და თამაშების ღარიბული ბიბლიოთეკა.

Polygon-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ შეყოვნება არის, თუმცა იშვიათად და თამაშის რპოცესი ნატურალურ შეგრძნებებს ტოვებს, როგორც კლასიკურ კონსოლებზე. მთავარ პრობლემად ავტორი კავშირს მიიჩნევს, რადგანაც თამაშის დროს თამაში იჭედებოდა, ხოლო Mortal Kombat 11-ში პერსონაჟი საერთოდ არ რეაგირებდა ჯოისტიკზე.

Guardian-მაც არ შეაფასა Google-ის სერვისი დადებითა და მას 5-დან 3 ქულა დაუწერა. ავტორი იგივე პრობლემებზე საუბრობს და ამატებს, რომ გაუგებარია თუ ვის რაში ჭირდება Stadia 2019 წელს. სასტარტო კრებული 120$ ღირს, რაც არც ისე დიდად იაფია Xbox One, PlayStation 4-ზე და თუნდაც Nintendo Switch-ზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვლება, რადგანაც Stadia განვითარებას განაგრძობს და ჯერ კიდევ არ არის დაპირებული ფუნქციონალის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული.

მიუხედავად ნაკლისა ყველა რევიუვერი ამბობს, რომ გამოსახულების ხარისხი ძალიან კარგია. შეიძლება ითქვას, რომ თამაშები მაღალ და ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურ გრაფიკაზე შვება და დეტალიზაცია პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებს უტოლდება.

გაშვებისას Google Stadia ხელმისაწვდომია მხოლოდ 10$ ხელმოწერის სახით და წვდომას იძლევა 4K გარჩევადობაზე და უფასო თამშებზე. 2020 წლის თებერვლიდან კომპანია საბაზისო უფასო ვერსიასაც გაუშვებს, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშების ცალკე შეძენა მოგიწევთ.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here